გიორგი გახარაია მედვედევის განცხადებაზე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის არ ემუქრება“, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ ნატო-ს ბაზების უშუალოდ რუსეთთან ახლოს განთავსებამ არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს.

გახარიას თქმით, მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და „ჩვენ ის პირველად არ მოგვისმენია“.

„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის არ ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას. ეს პოზიცია განსაკუთრებით აშკარა, ღია, გასაგები და მისაღებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის აქედან, სადაც ვიმყოფებით, გორის რაიონიდან. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობისკენ და არც ერთ შემთხვევაში, არავის წინააღმდეგ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს. მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს