გიორგი გახარია - ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, შიდა ქართლში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის რეგიონებში სტუმრობისას შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვისზეც არის დამოკიდებული ცალკეული რეგიონის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის განვითარება, წინსვლა და წარმატება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ძალიან ემოციური და ამავე დროს, საქმიანი შეხვედრა იყო პედაგოგებთან. ძალიან ემოციური საყურებელია მათი შეფასებები, როდესაც განათლების სისტემიდან ღირსეულად ვაცილებთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც ათეული წლები ემსახურებოდნენ მომავალი თაობის განათლებას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ახალგაზრდობაზე, ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, პენსიონერებზე, რომლებიც წლები ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, იმ სოციალურ დიდ ჯგუფებს, რომელიც წარმოადგენენ სახელმწიფოს სახეს, როგორებიც არიან პედაგოგები, მედიკოსები, სოფლის ექიმები, პოლიციელები, სამართალდამცავები, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას, ქმნიან შესაძლებლობას, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ღირსეულად იცხოვროს, გაზარდოს შვილები, იშრომოს ქვეყნის და სახელმწიფოს წინსვლისთვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ყურადღების ძირითადი კონცენტრაცია იქნება ამ მიმართულებით. ამიტომ, სადაც ჩავალთ, ყველგან შევხვდებით, პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს და ფერმერებს.

რა თქმა უნდა, ბიზნესთანაც გვქნება შეხვედრა. ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნეს ხელი შევუწყოთ. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, და გვჭირდება ბიზნეს განვითარების იმ დონემდე მისვლის საშუალება, რომ მან ნელ-ნელა სოიციალური პასუხისმგებლობის აღება დაიწყოს თავის თავზე“, - განაცხადა გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო