სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი აცხადებს, რომ არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება

არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება, - ამის შესახებ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორმა გიორგი გულაშვილმა AMBEBI.GE - ს განუცხადა. მისივე განცხადებით, საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„სახალხო დამცველმა შეამოწმა ჩვენი დაწესებულება და დაწერა კრიტიკული დასკვნა, რომ უმძიმესი მდგომარეობაა ბედიანის საავდმყოფოში. მართლაც ასეა, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მამაკაცთა კორპუსში, სადაც 89 ბენეფიციარზე მოდის სამი საპირფარეშო და ორი სააბაზანო. ამასთან, იგი საჭიროებს რაბილიტაციას. ქალთა კორპუსი ჩვეულებრივ რჩება. საუბარია მამაკაცების გადანაწილებაზე ხონის საავადმყოფოში, ვიდრე რეაბილიტაცია დასრულდება. ახლა ვამონტაჟებთ გამათბობლებს, რომლებიც აქამდე არ იყო“, - განაცხადა გულაშვილმა.

დაუბრუნდებიან თუ არა მამაკაცი ბენეფიციარები ისევ ბედიანის საავადმყოფოს, ამაზე საავადმყოფოს ხელმძღვანელს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ისინი დაუბრუნდნენ ისევ ბედიანს, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მუშა პროცესია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას, შემცირდება თავისთავად, თუ მამაკაც ბენეფიციარებს გადაიყვანენ ხონში, მათ წაყვებათ სადღეღამისო დაფინანსება, რომელიც ერთ ბენეფიციარზე 23 ლარს შეადგენს. სადაც გადაიყვანენ ამ პაციენტებს, იქ გადაყვებათ ეს დაფინანსება. ამ ეტაპზე არ ვთავაზობთ არც ერთ თანამშრომელს ექვსთვიან უფასო შვებულებას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, სერვისების წყვეტა არ იქნება და არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება“, - განაცხადა გიორგი გულაშვილმა.

კითხვაზე, შესთავაზა თუ არა თანამშრომლებს 6-თვიანი უხელფასო შვებულება, დირექტორმა ასე უპასუხა: „არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ შეთავაზების ფაქტს“ .

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღეა ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები საავადმყოფოს დახურვის საფრთხეზე საუბრობენ. მათი განცხადებით, დირექტორი თანამშრომლებს ექვსთვიან უხელფასო შვებულებას სთავაზობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა