ანრი ოხანაშვილი - ნდობის ჯგუფში შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეეხებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ შესყიდვებს და სხვა საკითხებს

„საკმაოდ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა სკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა ნდობის ჯგუფში“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მედიასთან ისაუბრა პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ.

„დღეს ნდობის ჯგუფის ფარგლებში მოვუსმინეთ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან, შესყიდვებთან დაკავშირებული, ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებული საკითხები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო საიდუმლოებას და სახელმწიფო შესყიდვებს. ასევე, საკმაოდ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა სკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა ნდობის ჯგუფში. სამწუხაროდ, ჩვენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს შეეხებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ შესყიდვებს და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა