ირაკლი სესიაშვილი - ნდობის ჯგუფის სხდომაზე  სხვადასხვა აქტუალურ თემას შევეხეთ და ვახტანგ გომელაურმა ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე შევეხეთ სხვადასხვა აქტუალურ თემას, ვახტანგ გომელაური ძალიან ღია იყო და აბსოლუტურად ყველა საკითხზე ძალიან დეტალურად ისაუბრა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილული თემების შესახებ და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, შთაბეჭდილება პოზიტიური იყო.

„პირველ რიგში, ზოგადად მინდა მივესალმო წლების განმავლობაში შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს და მიმდინარე ინტენსიურ განვითარებას. როგორც ტექნიკური განახლება ხდება, ასევე პოლიციელებისთვის ხელფასების მატება და სისტემური განვითარება. საზღვრის დაცვის მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული ახალი შენობა აშენდა საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის, ისევე როგორც რამდენჯერმე გაეზარდათ ხელფასები. ჩვენ საზღვრის დაცვის მიმართულებით აბსოლუტურად ყველა მონაკვეთი დეტალურად გავიარეთ, გავეცანით როგორც პოზიტიურ მიღწევებს, ასევე არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტში. ასევე, შევეხეთ საიდუმლო შესყიდვებს. შსს-ს მხოლოდ მცირეოდენი რაოდენობა აქვს ფარული შესყიდვების, სადაც შეიძლება ითქვას, რომ კითხვა არ დასმულა. ასევე, შევეხეთ სხვადასხვა აქტუალურ თემას, სადაც ვახტანგ გომელაური ძალიან ღია იყო და აბსოლუტურად ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრა. საერთო ჯამში, შთაბეჭდილება არის პოზიტიური. ჩვენ შსს-ს ვუსურვებთ წარმატებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა