ექიმის ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული კვლავ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექიმ-რეანიმატოლოგმა, მარინა გოგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ისევ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

„მდგომარება ამ დროისთვის კვლავ ძალიან მძიმეა. პაციენტს სხეულის 60% აქვს დამწვარი და დამწვრობითი შოკიდან ჯერ არ გამოსულა. მკურნალობა გრძელდება. პაციენტი კონტაქტურია“,-განაცხადა მარინა გოგიძემ.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის კი კლინიკებში მკურნალობას 2 მათგანი განაგრძობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო