ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე - მთავარია, ამ პროცესის კონსტრუქციული შესაძლებლობა, როგორც აქამდე წარვმართეთ, ოპოზიციამაც გააცნობიეროს

„მთავარია,პროცესის კონსტრუქციული შესაძლებლობა, როგორც აქამდე წარვმართეთ, ოპოზიციამაც გააცნობიეროს“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის გაგრძელების შესახებ პარლამენტში და აღნიშნა, რომ გასაუბრებები კვლავ გამჭვირვალე და გახსნილი უნდა იყოს.

„ჩვენ ორშაბათს ვაგრძელებთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი ისევე გამჭვირვალედ და გახსნილად წარიმართოს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა და ყველა დაინტერესებული სუბიექტი იყოს ჩართული, ვისაც აქვს შესაძლებლობა დასვას შეკითხვები. ორშაბათს მოვუსმენთ მომდევნო კანდიდატს და შესაბამისად, გვექნება დეტალური განხილვა როგორც ბიოგრაფიასთან, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება საინტერესო გასაუბრება. მოგეხსენებათ, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, დასვას შეკითხვები, ასევე, აქვს სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციას, იურიდიული დახმარების სამსახურს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეკითხვების დასმის უფლება და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ბოლომდე გახსნილად და გამჭვირვალედ წარიმართება, როგორც ჩვენ ამას აქამდე ვაკეთებთ, მთავარია, რომ ის კონსტრუქციული შესაძლებლობა ამ პროცესის, როგორც აქამდე წარვმართეთ, ოპოზიციამაც გააცნობიეროს. კრიტიკა მისაღებია, თუმცა მთავარია, ჩვენ კონსტრუქციულობის რეჟიმი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე უპასუხა კითხვაზე გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით, რომლის მოსმენაც პარლამენტში შემდეგ კვირაში შედგება.

„ჩვენ ნებისმიერ კანდიდატთან მიმართებაში გვაქვს ერთი მიდგომა, გაჟღერდეს ყველა ის შეკითხვა, რომელიც აინტერესებთ პარლამენტის წევრებსა და ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებს. გვაქვს ერთი მიდგომა, რომ ამომწურავად მივიღოთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კანდიდატი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს