გიორგი გახარია ე.წ. მუქარის წერილზე - ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ

„აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პროკურატურას ე.წ „მუქარის წერილს“ წარუდგენენ და პროკურატურა გადაწყვეტს, რომ განაახლოს გამოძიება, მივა თუ არა პრემიერი პროკურატურაში.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის სრულად ემორჩილება კანონმდებლობას და თუ საჭირო იქნება, მივა პროკურატურაში.

„მე ვიყავი პირველი შს მინისტრი, რომელიც თავისი უფლებამოსილების პერიოდში მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ის ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა. რა თქმა უნდა, იგივეს გავაგრძელებ, მე ვერ ვხედავ აქ ვერანაირ პრობლემას. ასეთი განცხადებებით ვერავინ მე დისკომფორტს ვერ შემიქმნის და მოქმედების არეალსაც ვერ შემიზღუდავენ, უბრალოდ, ხანდახან ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ. აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. მუქარის წერილის დედანის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დაზღვევის მექანიზმზე სახალხო დამცველთან მიდის კონსულტაციები.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი ე.წ. მუქარის წერილზე - ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა