ლია გიგაური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაბალში, უზუნთალასა და ყარაჯალაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობამ მათ საჭიროებებსა და პრობლემებზე ისაუბრა. ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის გამოწვევების შესახებ და მათთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას, მათ სოფლებსა და ზოგადად, რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნეს. შეხვედრებზე დასმულ თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.

„შეხვედრებზე ჩვენს თანამოქალაქეებს მაქსიმალურად მიეცათ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ხედვებთან დაკავშირებით ესაუბრათ. მათი პრობლემები ძირითადად სკოლამდელი ასაკის ბავშვების საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფას უკავშირდება. როდესაც სოფელში 1 100 ბავშვია, ხოლო საბავშვო ბაღში მხოლოდ 60 ადგილია, რა თქმა უნდა, იგი არსებულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. თემის ყველა სოფლის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიოტეტად საბავშვო ბაღის მშენებლობაა განსაზღვრული.

ასევე, არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრის საჭიროება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად მობილიზებულია გვერდში დაუდგეს ხელისუფლებას და ის პრობლემები, რომლებიც თითოეულ სოფელს გააჩნია,ერთობლივი ძალებით მოგვარდეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ მოსახლეობის ინტერესი საელმწიფო ენის სწავლასთან დაკავშირებით, საკმაოდ გაზრდილია. იმ პროგრამების გარდა, რომლებიც ადგილზე ფუნქციონირებს, მოსახლეობა ითხოვს დამატებითი ძალები დავახმაროთ და ყველა ასაკის მოქალაქეს სახელმწიფო ენა უფრო მაღალ დონეზე ვასწავლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, თითოეულმა მოქალაქემ, სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობა გაიაზრა და ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ამ შესაძლებლობების მიცემასთანაა დაკავშირებული, სწორად ორიენტირებულია, სწორი მიზნები გვაქვს დასახული“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

მათივე ცნობით, შეხვედრებს აგრეთვე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო