მოძრაობა „შეცვალე“ ხვალ, სოფელ შაქშაქეთთან ანტისაოკუპაციო აქციას გამართავს

ნატახტართან, ცენტრალურ მაგისტრალზე, მოძრაობა „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია დასრულდა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათ უნდოდათ აქციის მოწყობა იმ შეტყობინებების გაჟღერების მიზნით, რომ „რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს მთავრობა კოლაბორაციონისტია და საქართველო არ დაუშვებს, რომ რუსეთის გუბერნია გახდეს“.

აქციის მონაწილეებს ე.წ. ზებრაზე გადასვლის საშუალება არ მიეცათ.

პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მაგისტრალზე გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ხვალ, სოფელ შაქშაქეთთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია გაიმართება.

„მოძრაობა „შეცვალეს“ სახელით მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ხვალ, 16:00 საათიდან შაქშაქეთთან შევიკრიბოთ. გელოდებით ყველას ანტისაოკუპაციო აქციაზე. ყველა ერთად რუსეთის წინააღმდეგ, ყველა ერთად კოლაბორაციონისტი მთავრობის წინააღმდეგ“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო