ერდოღანი : ტერორისტებს თავებს გავუსრესთ, თუ ქურთი მებრძოლები შეთანხმებულ ტერიტორიას არ დატოვებენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ოპერაციას განაგრძობს და „ტერორიტებს თავებს გაუსრესს“, თუ ქურთი მებრძოლები „უსაფრთხოების ზონის“ ტერიტორიას არ დატოვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„თუკი ჩვენთვის მოცემული პირობები არ შესრულდება, უწინდელივით აღარ მოვიცდით და ოპერაციას განვაგრძობთ. იმ წუთიდან, როგორც კი შეთანხმებული 120 საათი ამოიწურება, ტერორისტების თავების სრესვას განვაგრძობთ", - განაცხადა ერდოღანმა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის დაბრუნებაა. ერდოღანის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა. ქურთულ ძალებს 120 საათი მისცეს იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს