სირიიდან გამოყვანილ ჯარისკაცებს ამერიკა ერაყში გააგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მაიკ ესპერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სირიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების დასავლეთ ერაყში გაგზავნას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ამჟამად არსებული გეგმის თანახმად, ეს ძალები დასავლეთ ერაყში განლაგდებიან და მათი მისია ერაყის დაცვასა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობა იქნება", - განაცხადა ესპერმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიიდან ჯარის გამოყვანის პროცესი დაწყებულია და მისი განხორციელებისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ამჟამად არსებული გეგმა, რომელიც სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ სირიიდან აშშ-ს 1 000-მდე ჯარისკაცი გამოჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა