ქუთაისში გასტროლებზე მყოფი მოსკოვის თეატრის რეჟისორი მარკ როზოვსკი მაყურებელს  - მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას -  ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ბოროტებას, უსამართლობას, მუხთლობას

მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას, - ასე მიმართა ქუთაისში გასტროლებზე მყოფმა მოსკოვის თეატრის რეჟისორმა მარკ როზოვსკიმ მაყურებელს. მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო აქციის პარალელურად, მოსკოვის თეატრის ,,ნიკიტსკის კარიბჭესთან" მსახიობებმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი წარადგინეს, რეჟისორმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

მარკ როზოვსკის განცხადებით, წარმოდგენილ სპექტაკლში, რომელიც ცნობილი რუსი მწერლის, ნობელის პრემიის ნომინანტის ლუდმილა ულიცკაიას ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული, ადამიანობა იმარჯვებს სიძულვილზე. რეჟისორის თქმით, მსგავსად ამ სპექტაკლისა, ადამიანობამ უნდა სძლიოს სიძულვილს, ხოლო ხელოვანი ადამიანები გაერთიანდნენ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ.

"სიძულვილი არაფრის მომცემია. პირადად მე განვიცდი ერთგვარ სირცხვილის გრძნობას. ეს არის ძალიან კარგი გრძნობა, როდესაც ჩნდება უსამართლობა, მაშინ ჩვენ, ხელოვნების ხალხი, ვალდებული ვართ, ვიგრძნოთ სირცხვილი ამის გამო. ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ბოროტებას, უსამართლობას, მუხთლობას. ჩვენ გვაერთიანებს ადამიანობა", - განაცხადა მარკ როზოვსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა