გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ  კორპუსში მცხოვრები 52 ოჯახი  სასტუმროში გადაიყვანეს - მოსახლეობის ნაწილი შენობაში  ნივთების ასაღებად შეუშვეს

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან ამ ეტაპზე გამგეობას 52 ოჯახი ჰყავს სასტუმროში გადაყვანილი. როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხმელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, ნაწილმა მათ შეთავაზებაზე თავად თქვა უარი, თუმცა, გამგეობა მზად არის, ნებისმიერ დაზარალებულს დაეხმაროს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა.

"სანამ არ გაიწმინდება კორპუსი, ზარალს ვერ დავითვლით, რაც შეეხება მიმდებარე კორპუსებს იქ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. გუშინ ჩვენ ვთქვით, რომ მინიმუმ ერთ კვირაში გვეცოდინება საცხოვრებლად ვარგისია თუ არა ეს კორპუსი. ვვარაუდობთ, რომ მცხოვრებლების ნაწილი ალბათ შეძლებს ბინებში დაბრუნებას. რაც შეეხება იმ სამ სართულს, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებაა, იქ ცოტა ხანგრძლივი პერიოდით ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება კომუნიკაციების აღდგენას, ვფიქრობთ დაახლოებით 10 დღეში მოვახერხებთ. იქ ნგრევის საფრთხე, რა თქმა უნდა იქნება, მოსახსნელია დაზიანებული ელემენტები",- განაცხადა ირაკლი ხმელაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახური და პოლიცია მოსახლეობის ნაწილს, იქ სადაც საფრთხე არ არსებობს, კორპუსში ნივთების ასაღებად უშვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა