გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, საფრთხიდან გამომდინარე, ბინიდან  ნივთების წასაღებად მხოლოდ  5 წუთი მისცეს

გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ნაწილს ეტაპობრივად უშვებენ საკუთარი ნივთების ასაღებად. როგორც ჟურნალისტებთან ერთ - ერთი ადგილობრივი ყვება, მისი ბინა, რომელიც მესამე სართულზე მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია.

" წარმოიდგინეთ, ბინა რომ გაყოთ ორ ნაწილად. ბოლო ნაწილში შევედით მხოლოდ და იქ ვიღებდით ჩვენს ნივთებს, რაც ხელს მოგვხვდებოდა, მეორე ნაწილში არ გადაგვიშვეს, სახიფათო იყო. 5 წუთი მოგვცეს მხოლოდ ნივთების ასაღებად და მოგვცეს ასევე პირობა, რომ კიდევ შეგვიშვებენ და წამოვიღებთ იმას, რაც გადარჩა. ჩემთან ფანჯრები არ იყო დახურული და არ იყო შესაბამისად ისეთი წნევა. ჭერია ჩამოწეული, ფასადი მორყეული და კედლები დაბზარული. აბაზანის ჭერია მთლიანად ჩამონგრეული. მე ვერ გეტყვით, რა ზარალია, ეს უნდა დაითვალონ სპეციალისტებმა", - აცხადებს ნანა ნუცუბიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა