მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად, დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების მენეჯერებსა და სამმართველოს უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილეს აღნიშნულ რეგიონებში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში არსებული გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამომძიებლებს სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია უწყების შიგნით გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

მსგავსი სახის შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა