დონალდ ტრამპი - ჰილარი კლინტონი შეიშალა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაგიჟდა, რომელმაც ორი ამერიკელი პოლიტიკოსი რუსეთთან კავშირში ამხილა. კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები არიან დემოკრატი კონგრესმენი თულსი ჰაბარდი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი „მწვანეებიდან“ ჯილ სთაინი.

კლინტონის თქმით, რუსეთი თავაზიანად ექცევა დემოკრატების კანდიდატს, რათა მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიღოს ადამიანმა, რომელიც მის ინტერესებს იქნება მორგებული. ამის შესახებ „სი-ენ-ენ“-ი იუწყება.

„ის კონგრესმენ თულსი ჰაბარდს რუსეთის ფავორიტს უწოდებს, ჯილი სთაინს - რუსეთის აგენტს. თქვენ, ალბათ, გსმენიათ, რომ მეც მიწოდეს რუსეთის დიდი მოყვარული (სინამდვილეში მომწონს რუსი ხალხი! მე ყველა ხალხი მიყვარს!). ჰილარი შეიშალა!“ - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა