ატოცის მცხოვრები - სოფელში რეალურად სხვა ვითარებაა - ჩავრთავთ ტელევიზორს და ისეთ განცხადებებს ვისმენთ, თითქოს ატოცზე კი არა, სხვა ადგილზეა ლაპარაკი

სოფელში რეალურად სხვა ვითარებაა. ჩავრთავთ ტელევიზორს და ისეთ განცხადებებს ვისმენთ, თითქოს ატოცზე კი არა, სხვა ადგილზეა ლაპარაკი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ატოცის მცხოვრებმა თინა ბირთველიშვილმა განუცხადა.

სოფლის მოსახლეობის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა იმის საფრთხეს ვერ ხედავენ, რომ სოფლიდან სადმე წასვლაზე იფიქრონ.

“ძალიან ცუდია, რომ ორ ნაბიჯში ოკუპირებული ტერიტორია და მიწის ნაკვეთებსა და მინდვრებზე სრულყოფილად წვდომა აღარ გვაქვს და 2008 წლის შემდეგ ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება. არ ვფიქრობთ, რომ სოფელში ვინმე შემოვა და რამე საფრთხე დაგვემუქრება. ასეთი სიტუაცია წლებია გრძელდება. ხან მწყემსს დააკავებენ, ხან შეღობვას გააგრძელებენ, მაგრამ რეალურად იმ ტერიტორიაზე, სადაც მავთულხლართები გააკეთეს, ვეღარ ვმოძრაობდით. ახლა ჩვენმა თანასოფლელებმა იმ ნაკვეთების დამუშავებაც დაიწყეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. სოფელში ძირითადი შემოსავალი მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანაა. აქედან წასვლას კი არავინ აპირებს”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” თინა ბირთველიშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, პოლიციის დახმარებით ის მაცხოვრებლები, რომელთა ნაკვეთები გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, მიწის დამუშავებას და შემდგომ მოსავლის აღებასაც უსაფრთხოდ შეძლებენ.

“პოლიცია განსაკუთრებულად გვეხმარება. ნებისმიერ მოსახლეს, როდესაც ბაღში სამუშაოები აქვს შესასრულებელი, ვთქვათ, ტექნიკა უნდა შეიყვანოს და მოხნას, ჩვენი სამართალდამცავები ყოველთვის ეხმარებიან და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მიწის დამუშავების გარდა, იგივე ხდება მოსავლის აღებისასაც. პოლიცია ყოველთვის აქ არის და უზრუნველყოფს, რომ უსაფრთხოდ შეძლონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება და მოსავლის დაბინავება”, - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მარინა გულისაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის