მაია ცქიტიშვილი - თუ ვისაუბრებთ ანაკლიის პროექტზე და იმაზე, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს ინვესტორები თუ ბანკები პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძესთან -  რა თქმა უნდა, შესაძლოა ამას ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი

თუ ვისაუბრებთ ანაკლიის პროექტზე და იმაზე, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს ინვესტორები თუ ბანკები პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძესთან - რა თქმა უნდა, შესაძლოა ამას ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კითხვაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის შეიძლება თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი იყოს პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძის ბიზნესში (იგულისხმება ანაკლიის პორტი), ინვესტიციების განხორციელება, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ „პოლიტიკოსს აქვს უფლება ჰქონდეს ბიზნესიც“.

ამასთან, წამყვანის პასუხზე, რომ თეორიულად შესაძლოა მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებაში მოვიდეს, მაია ცქიტიშვილი „ეჭვს გამოთქვამს“ და აღნიშნავს, რომ ხაზარაძეს „ღიად ეს განცხადება არ გაუკეთებია“.

„თუ ვისაუბრებთ ამ პროექტზე და თუ ვისაუბრებთ, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს ინვესტორები თუ ბანკები პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძესთან - რა თქმა უნდა, შესაძლოა ამას ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი, ბუნებრივია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქ პოლიტიკოსობას არ აქვს მემგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა. უფრო მეტად აქვს იმ რიტორიკას, ქცევებს და ცოტა უფრო მარტივად და რბილად რომ ვთქვათ, რთულ დამოკიდებულებას და ისეთ ბრალდებებს, როგორიცაა პოლიტიკური საბოტაჟი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმითვე, თავად მისი რიტორიკა „ძალიან დარბილებულია იმასთან შედარებით, რა რიტორიკასაც ვისმენთ“.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა