დიდი ბრიტანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ვაპირებთ, 31 ოქტომბერს დატოვებას. ამისთვის ყველანაირი საშუალება და უნარი გვაქვს,“ - განაცხადა მინისტრმა მაიკლ გოვემ, რომელიც „ბრექსითის“ შეთანხმების გარეშე განხორციელების მომზადებაზეა პასუხისმგებელი.

მისი განმარტებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა „ბრექსითის“ გადადების თხოვნის წერილი ევროკავშირს იმის გამო გადაუგზავნა, რომ ეს მას პარლამენტმა სთხოვა.

„მაგრამ პარლამენტს პრემიერ -მინისტრის აზრის შეცვლა არ შეუძლია, პარლამენტი ვერც მთავრობის პოლიტიკასა და დადგენილებას შეცვლის,“ -განაცხადა გოვემ.

შაბათს ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. დეპუტატ ოლივერ ლეტვინის მიერ შეტანილი ცვლილების სასარგებლოდ ხმა 322-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 306 იყო. ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა იმ დღესვე, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა.

ჯონსონმა ბრიუსელს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით წერილი გადაუგზავნა, თუმცა ხელმოწერის გარეშე. თხოვნას თან ერთვოდა მეორე, ჯონსონის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ბრექსითის“ გადადება დიდი შეცდომა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა