რამზან კადიროვი - სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს სიამოვნებით მივიღებთ, თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, რესპუბლიკა მზადაა უკან დაბრუნების საშუალება მისცეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ. „ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ. თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა მან რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში.

კადიროვმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის ჯარებს შეუძლიათ „წესრიგი აღადგინონ“ სირიაში.

ცნობისთვის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ასობით ჩრდილოეთ კავკასიელი იბრძოდა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ, თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი" - რამზან კადიროვი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებზე (ინტერვიუ ქართული ტიტრებით)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო