ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას აღარ აქვს ობიექტური შენიშვნის საფუძველი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობს

ოპოზიციას აღარ აქვს ობიექტური შენიშვნის საფუძველი და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენის პროცესს. მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების დისკრედიტაცია მთლიან პროცესს აზიანებს და ეს ჯანსაღი არ არის.

„ოპოზიციას აღარ აქვს პროცესთან დაკავშირებით საუბრის საფუძველი. ისინი ობიექტურად შენიშვნას ვერ დააფიქსირებენ ამაზე და ახლა ცდილობენ თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ვინმე მოსწონდეთ ან არა, გააკრიტიკონ ან არ გააკრიტიკონ, თუმცა კანდიდატების დისკრედიტაცია აზიანებს მთლიანად პროცესს და ეს არ არის ჯანსაღი. გვესმის, რომ ჩვენ აქ კანდიდატები კომფორტის შესაქმნელად არ მოგვყავს. ისინი აქ მოდიან იმისთვის, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინონ და ლოგიკურია, რომ იქნება კრიტიკული შეკითხვები, თუმცა ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია იმისთვის, რომ ამით მთლიანობაში პროცესის ან მოსამართლეების დისკრედიტაცია მოვახდინოთ. ეს არ იქნება ჯანსაღი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა