გიორგი გახარია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს - გვესმის, რომ სიღარიბის დონე  მაღალია, გვესმის, რომ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რადგან ძლიერი ქართული ბიზნესი გვქონდეს

ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, გადაწყვეტილი იქნება. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზედ სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ან ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებლი, გამოწვევები ძალზედ ბევრია. გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია, გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რადგან გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანიები. ჩვენ, ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ძირითადი როლი და ფუნქცია ქვეყანაში საშუალო კლასის, საშუალო ფენის შექმნაში, ასევე ბიზნესის მხრებზეა და აქ, მნიშვნელოვანწილად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის - იქ, სადაც კომუნიკაციის ასეთი მექანიზმები არსებობდა სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების სწრაფად გადაჭრის, აღვადგინოთ, იქ, სადაც არ არსებობდა, ახალი შევქმნათ. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილი იქნება. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით. ოღონდ, მოლოდინებიც ადეკვატური და ობიექტური უნდა იყოს. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს თქმა - „არა“, ეს „არა“ ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული. ჩვენი, ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არის, რომ პასუხი იყოს სწრაფი და ამაზე ბევრი დრო არ დავხარჯოთ, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, არც პასუხია და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „არას“ ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს. იცით თქვენ, რომ გულწრფელ, ღია და მწვავე დისკუსიის რეჟიმში ამის არასდროს შეგვშინებია, არც შეგვეშინდება და მზად ვართ, რომ ყველა პასუხზე გიპასუხოთ“, - განაცხადა გახარიამ.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა