აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 თვეში ყველაზე მეტი თანხა იუსტიციის სამინისტროს და სდსს-ს გამოეყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 8 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე მოდის .

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა, 8 თვის მონაცემებით, 39.9 მლნ ლარს და წლიური გეგმის 80% შეადგენს. ამასთან, ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა (15.7 მლნ ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე (6.4 მლნ ლარი) მოდის .

გამოყოფილი თანხების 61% იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის დაიხარჯა, 23% კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა