მამუკა ხაზარაძის ადვოკატი - ჩვენ წერილის დედანის  წარდგენით შესაძლო იურიდიულ მოქმედებას ვამთავრებთ, ახლა ესტაფეტა პროკურატურაზე გადადის

„ჩვენ წერილის დედანის წარდგენით ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ვამთავრებთ შესაძლო იურიდიულ მოქმედებას, რომელიც ჩვენ შეგვეძლო ამ საკითხზე გაგვეკეთებინა, სხვას ჩვენ მეტს ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან არც ტექნიკური და არც პროცესუალური საშუალება არ გაგვაჩნია, მთლიანად ესტაფეტა გადადის პროკურატურაზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, წერილზე სულ 17 ადამიანის ანაბეჭდი აღმოჩნდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, პირადად მამუკა ხაზარაძესაც არ სურდა წერილის დედანის პროკურატურისთვის გადაცემა, რადგან არსებობს მისი განადგურების საფრთხე, თუმცა ამის თავიდან აცილების მიზნით, კორძაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მეხსიერების ბარათები გადასცა, სადაც ჩატვირთულია დედანის დასკანერებული ვერსია და ექსპერტიზის პასუხები.

„მოგეხსენებათ რომ წერილზე, რომელზეც საუბარი ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს საკომიტეტო მოსმენისას და რომელთან დაკავშირებითაც ის გამოიკითხა, პროკურატურის მიერ გაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე და ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით ექსპერტიზის პასუხს. ექსპერტიზის პასუხი მოვიდა. სხვადასხვა ციფრი მუსირებდა ამ დღეების განმავლობაში პრესაში თუ რამდენი ანაბეჭდი იყო, უნდა გითხრათ რომ ექსპერტიზაზე გაიგზავნა წერილი ფოლდერში ჩადებული, ფოლდერი კონვერტში იყო და როდესაც ათეულობით ანაბეჭდზე იყო საუბარი, ათეულობით ანაბეჭდი არის ყველა ამ ფურცელზე. თვითონ წერილზე არის 17 ანაბეჭდი, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის იყოს საინტერესო, დანარჩენი ანაბეჭდებს ნაკლებად აქვს გამოძიებასთან შემხებლობა. ჩვენ გაჩვენებთ და გადმოგცემთ კიდევაც შესაბამის მასალებს, სადაც მითითებულია წინა და უკანა გვერდებზე ადგილები ნომრების მიხედვით თუ სად არის ანაბეჭდები აღმოჩენილი. გარჩევადია ეს ანაბეჭდები და გამოსადეგია გამოძიებისთვის“, - განაცხადა კორძაძემ და დასძინა, რომ წესით , საქმე მარტივ პროცედურასთან უნდა გვქონდეს.

„პროკურატურამ უნდა შეადაროს აღნიშნული ანაბეჭდები ამ ბაზას და შემდეგ ვისი ანაბეჭდებიც აღმოჩნდება, უბრალოდ გამოკითხოს საიდან მოხვდა ეს ანაბეჭდები ამ წერილზე. ჩვენ წერილის დედანის წარდგენით, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ვამთავრებთ შესაძლო იურიდიულ მოქმედებას, რომელიც ჩვენ შეგვეძლო ამ საკითხზე გაგვეკეთებინა, სხვას ჩვენ მეტს ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან არც ტექნიკური და არც პროცესუალური საშუალება არ გაგვაჩნია, მთლიანად ესტაფეტა გადადის პროკურატურაზე. წერილი და ექსპერტიზის პასუხი არის ფლეშკაზე და ამას გადმოგცემთ, ასევე სახალხო დამცველს გადაეგზავნება ასლი, სხვა დაზღვევის საშუალება არ გვაქვს. ვბჭობდით საკითხზე უნდა ჩაგვებარებინა თუ არა დედანი პროკურატურისთვის, მამუკა ხაზარაძესაც ეს განცდა აქვს - უნდა წარგვედგინა თუ არა დედანი, მაგრამ პროკურატურა არ აგრძელებს საქმეს დედანის წარუდგენლობის გამო, მარტო ექსპერტიზის წარდგენაც კი საკმარისი იყო, მაგრამ რომ არ ითქვას დედანი არ არის და არ ვაგრძელებთო, ამიტომ დღეს გადავცემთ“, - განაცხადა კორძაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა