მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი - დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს სინოდი აღარ განიხილავს - ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა არც ისე მძიმეა

რუსთაველი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის გაიმართება სინოდის კრება, თუმცა აღნიშნავს, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს.

"სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს.იყო თავის დროზე განხილული. პატრიარქმა თქვა, როცა გამოძიება დაიწყო, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა გამოძიების შედეგებზეც.

"შედეგი გამოძიებისა იყო და საჯაროდ იყო ის ფარული კამერების ჩანაწერები ტელევიზიით ნაჩვენები, რაც აღარ იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ ან ჩავთვალოთ, რომ ეს ფალსიფიკაციაა", - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა მიტროპოლიტ იოანეს კითხვა დაუსვეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე იყო საუბარი, თუმცა ექიმებმა განაცხადეს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე მძიმეა.

კითხვაზე, ჰგონია თუ არა, რომ გიორგი მამალაძე სიმულაციას მიმართავს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ის ამას "ვერავის დააბრალებს". ამასთან, მიტროპოლიტის განმარტებით, აღნიშნული ექიმების გადასაწყვეტია, "მათ უნდა ჩაატარონ კვლევა და დადონ შედეგი".

"მგონიაზე“ მე არ ვლაპარაკობ. მე ფაქტს გეუბნებით და ამ ფაქტის უკან რა დგას, თვითონ მამა გიორგიმ უნდა გასცეს პასუხი და ექიმებმა შეიძლება იცოდნენ კიდევ", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა