ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ საკრებულოში თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დამატება გააპროტესტა. მათი თქმით, სხვადასხვა თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე მივიდა ტრანსფარანტებით: „გახარია წადი“, „შეწყვიტეთ რეპრესიები“.

„საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მიჩვეულია რიგგარეშე სხდომების ჩატარებას და დანიშვნას პირადი ინეტერესებიდან გამომდინარე. საკრებულოს დაემატა ერთი შტატი კულტურის დარგში და ეს არის თავმჯდომარის თანაშემწე. ამ პოსტს თავის დროზე მაკა ჩხეტია იკავებდა და ის პოლიტიკური ნიშნით შარშანწინ ირაკლი კაკულიამ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაათავისუფლა. ჩხეტიას საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, ჰქონდა მას მოხსენება პარლამენტში და რეკომენდაციის სახით მისცა ფოთის საკრებულოს დაებრუნებინა ეს ადამიანი სამსახურში, რასაც, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა კაკულია და დაავალეს კომპენსაციის გადახდა 2500 ლარის ოდენობით. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ვისაც უნდა ათავისუფლებენ თანამდებობიდან და ვინც უნდათ იმ ადამიანებს ნიშნავენ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ,,ის მოცემულობა რაც დღეს შეიქმნა, გვაძლევს იმის საშუალებას, ერთი შტატი დავამატოთ საკრებულოსი. არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება ადამიანების დანიშვნა ამა თუ იმ პოსტზე და ოპოზიციის განცხადებები უსაფუძვლოა“, - აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო