ნიკა მელია მის საქმესთან დაკავშირებულ პროცესს არ დაესწრება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებულ პროცესს არ დაესწრება,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, წინასასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახის აღკვეთის ღონისძიების- პირადი თავდებობის გამოყენებას. ნიკა მელიას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

ამასთან, წინა სასამართლოს სხდომაზე ნიკა მელიასა და მოსამართლე გიორგი კერატიშვილს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც ბრალდებული დეპუტატი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებაც.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს