ირაკლი აბესაძე - თუ შევხედავთ “ოცნების” წევრების რეაქციებს, როგორ იცავენ თადუმაძეს, კარგად იკითხება, რომ მათ გადაწყვეტილება წინასწარ აქვთ ნაკარნახევი

თუ დავინახავთ და შევხედავთ “ქართული ოცნების” წევრების რეაქციებს, როგორ იცავენ შალვა თადუმაძეს, კარგად იკითხება, რომ უმრავლესობას წინასწარ აქვს ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რაც ძალიან მძიმე იქნება უზენაესი სასამართლოსთვის და ზოგადად მართლმსაჯულებისთვის,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატის თაობაზე პარტიის შეფასება წარმოადგენეს.

ირაკლი აბესაძის თქმით, ხელისუფლებისთვის მძიმე იქნება ის პოლიტიკური ფასი, რომელსაც ისინი “ამ ყველაფრისთვის გადაიხდიან”.

„ძალიან საინტერესო კვირა გვქონდა, გვყავდა ორი უდიპლომო კანდიდატი, შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე, რომელიც სამართლის მაგისტრი არ არის. ასევე გვყავდა ერთი, მართლაც გამორჩეულად არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც დიდია ალბათობა, რომ კორუფციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით 360 მილიონი ლარი დააკისრა უცხოელ ინვესტორებს ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ. თუ დავინახავთ და შევხედავთ “ქართული ოცნების” წევრების რეაქციებს, როგორ იცავენ ისინი ბატონ თადუმაძეს, მისი დიპლომის საკითხის გარკვევის ნაცვლად აპრიორი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ცხადია, რომ ამ ღია პროცესის მიღმა, რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობთ, რომ საზოგადოებამ კარგად შეაფასოს კანდიდიდატების, როგორც პროფესიონალიზმი, ასევე კეთილსინდისიერება, კარგად იკითხება, რომ უმრავლესობას აქვს წინასწარ მიღებული, ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რაც ძალიან მძიმე იქნება უზენაესი სასამართლოსთვის და ზოგადად მართლმსაჯულებისთვის”,-განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა