მოსამართლეობის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე - შეწყალების აქტის ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების მიერ დაშვებული ხარვეზის გამოსწორებაც

„შეწყალება ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის ჰუმანური მოქმედების განხორციელება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ, იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნინო გოგუაძე დაინტერესდა რას უკავშირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეწყალების აქტს და თვლის თუ არა, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა.

„შეწყება ეს არის ჰუმანური აქტი, რომლის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან გარვეული სახის ჰუმანური მოქმედების განხორციელება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში. ეს როგორც ექსკლუზიური უფლება უნდა იყოს გამოყენებული ცალკეულ შემთხვევაში, შესაბამისი წინაპირობების გათვალისწინებით, ანუ მთელი რიგი ფაქტობრივი საკითხები უნდა იყოს შესწავლილი და დამუშავებული, რათა ამ უფლების რეალიზება მოხდეს მართებულად და ჯეროვნად“, - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

დეპუტატის კითხვაზე, თუ რა გარემოებებს უნდა ეყრდნობოდეს პრეზიდენტი გათავისუფლების აქტის გამოცემამდე, მიქაბერიძემ შემდეგი პასუხი გასცა: „პირველი რაც მახსენდება ეს არის დანაშაულის სიმძიმე, კატეგორია, თუ რა სახის დანაშაული არის ჩადენილი. ამასთან ერთად ალბათ სუბიექტურობის პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ასევე მსჯავრდებულის მიერ დანაშაულების ჩადენის რაოდენობა და მისი პერსონალური დამოკიდებულება, მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, ნანობს თუ არა დანაშაულს. შეწყალების აქტის ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების მიერ დაშვებული ხარვეზის გამოსწორებაც“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს