სოსო ფხაკაძე - საბანკო რეგულაციები ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც პრემიერს სურს გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიიღონ

საბანკო რეგულაციები ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც პრემიერს სურს გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ ნებისმიერ რეგულაციასთან დაკავშირებით წინასწარ მსჯელობა ექნებათ ბიზნეს სექტორთან.

„ვისაუბრეთ ლარის კურსზე და საბანკო რეგულაციაზე. პრემიერი უშუალოდ არის ჩართული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აქაც გვექნება სიახლე. მან აღნიშნა, რომ 3 მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მას უნდა გადაწყვეტილება მიიღოს წლის ბოლომდე, მომავალი 3 თვის განმავლობაში და ერთ- ერთი ეს საკითხი მოხვდა სწორედ - საბანკო რეგულაციების.

ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესთან, ჩვენი მოკრძალებული თხოვნაა და დიდი ხანია ვამბობთ, რომ ბიზნესთან კინსულტაციების გავლის გარეშე არ მოხდეს მისი ამოქმედება,"- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა