გიორგი კანდელაკი - დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართულ ოცნებასა" და პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის შეხმატკბილებულობა

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართულ ოცნებასა" და პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის შეხმატკბილებულობა, რომელიც სინამდვილეში „ქართული ოცნების" გაგრძელებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დახურულ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, საოკუპაციო რეჟიმთან და ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად.

„იქნებ, საერთოდ არაფერს აკეთებენ? არ გამიგია, რომ პრემიერ-მინისტრს ზარი განეხორციელებინოს, წერილი მიეწეროს ცივილიზებული სამყაროს რომელიმე ლიდერისთვის. მთავრობის წევრმა პარლამენტს უნდა მოახსენოს, ამ საკითხზე რაიმეს თუ აკეთებენ. რაც შეეხება მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხს, ამ თემაზე სხდომის დახურვას მხარი დავუჭირეთ და თავად პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მხარი დავუჭირეთ. კარგი პროგრამაა, იმ მიდგომას აგრძელებს, რაც ჩვენ გვქონდა. საუბარი იყო არა პროგრამის განხორციელებაზე, არამედ იმაზე, რომ ციხელაშვილი რას ეტყოდა საზოგადოებას, მთავრობა დგამს თუ არა ნაბიჯებს, მწვავე პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო ასპარეზზე. სხდომს დახურვის მიზეზი იყო ის, რომ მთავრობას ამ თემაზე როგორც ჩანს სათქმელი არაფერი აქვს. ვერავინ ხსნის, ასე რატომ პასიურობს მთავრობა”, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო მინისტრს უსმენენ, დაიხურა. „ევროპული საქართველო” ითხოვდა, რომ სხდომის დახურვამდე მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს საჯარო განმარტებები გაეკეთებინა ოკუპაციისა და ქვეყნის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა