ნათია თურნავა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ანაკლიის კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ ხდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა - მოვუწოდებ მათ, დრო ფუჭად არ გაფლანგონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოუწოდებს ანაკლიის პორტთან ასოცირებულ პოლიტიკოსებს, ფუჭად არ გაფლანგონ დრო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ნაცვლად, მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინონ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე.

“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის, გამოძიებასთან დაკავშირებული სხავადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა, იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული მათი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებ, რომ ფუჭად არ გაფლანგონ ეს დრო,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს