დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ დაინიშნა

სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

სემეკში ჩატარებული არჩევნების შედეგად კომისიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხვალ კი ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ნარმანია 2017 წლიდან სემეკის კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა და საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომდევნო სამი წელი სემეკს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

„კანონში განხორციელებული ცვლილებები მიხედვით შეიცვალა კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი. თუ ადრე კომისიის თავმჯდომარის არჩევა ხდებოდა პარლამენტში უმრავლესობით, საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის მეშვეობით წარდგინების გზით, ახლა თავმჯდომარე აირჩევა კომისიის წევრებისგან, კომისიის შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, ადრე მოქმედი ნორმით, თავმჯდომარე ირჩეოდა 6 წლის ვადით, ახლა სამი წლის ვადით ირჩევა, თუმცა შეუძლია ხელმეორედაც გახდეს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა