ირაკლი სესიაშვილი - ხაზარაძეს ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა პირად პრობლემებთან დაკავშირებით ინდულგენცია იქნება

მამუკა ხაზარაძეს არ მოეწონა ის პროცესი, რაც აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობს და ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა ინდულგენცია იქნება მის პირად პრობლემებთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხაზარაძის მიერ ე.წ. მუქარის წერილის დედანის პროკურატურაში მიტანას. სესიაშვილის განცხადებით, ის, რომ ხაზარაძე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ბანკებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ის ახლა ხედავს ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემებს, აქ მისი დამოკიდებულება ჩანს.

„ზოგადად, როდესაც მამუკა ხაზარაძე საუბარს იწყებს, რომ სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ არის, მე არ მახსოვს მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციები მაშინ, როდესაც იგი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო და იმავე დროს, ბანკი „ქართუ“ და სხვა ბანკები ტერორის ქვეშ იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს და ახლა ხედავს ამ ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემებს, აქ უკვე ჩანს მისი დამოკიდებულება. მას არ მოეწონა ის პროცესი, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობს და მას ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა იქნება ინდულგენცია მის პირად პრობლემებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა