მედიის ინფორმაციით, რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვება ვერ შეძლო

რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამხედრო წვრთნებში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას ვერ შეძლო გაეშვა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ინფორმაციას „როიტერსი“, „ვედომოსტი“ და სხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა, K-44 Ryazan, რომელიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდია, 17 ოქტომბერს ოხოცკის ზღვიდან ორი R-29R ბალისტიკური რაკეტის გაშვებას აპირებდა, თუმცა მხოლოდ ერთი გაისროლა.

სამხედრო წვრთნები სახელწოდებით, „Thunder 2019“- რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში მიმდინარეობდა, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული ძალების ბირთვული კონფლიქტებისთვის მზაობის შეწავლას ისახავდა მიზნად.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა