მამუკა ხაზარაძე - ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება

ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება, - ამის შესახებ პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანის ჩაბარების შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მან კანონის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა.

„როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც ის ამბობს, მან წერილი მიიღო გახარიასგან, თუმცა, არასდროს არ უთქვამს ვის მიერაა დაწერილი.

„იმედია, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პროკურატურას დარჩა, გამოიძიებენ. ერთი წლის შემდეგ, ამ შენობის „დემონტაჟს“ გავაკეთებთ ჩვენ, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ წერილის შინაარსის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყოს, ხაზარაძემ უპასუხა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავს.

„მათგან განსხვავებით, მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მივენდოთ გამოძიებას, რომლის იმედი არ მაქვს, თუმცა, მაინც მივყვებით ყველა კანონით დადგენილ ქმედებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა