ანა ნაცვლიშვილი - დღევანდელი დღე დასტურია, რომ პოლიტიკური, ორკესტრირებული შეტევა სწორედ ამ წერილის მეშვეობით დაიწყო

ამ წუთიდან მათ აღარანაირი ფორმალური საფუძველიც აღარ რჩებათ, რითი გაამართლებენ გამოძიებაზე და კონკრეტული პირების გამოაშკარავებაზე უარის თქმას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც მამუკა ხაზარაძემ და მისმა ადვოკატებმა ე.წ. მუქარის წერილის დედანი ჩააბარეს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ამ წერილით დაიწყო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა. ამასთან ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძემ პირობა შეასრულა და ახლა ჯერი პროკურატურაზე და ხელისუფლებაზეა, რათა გამოიძიონ აღნიშნული საქმე.

„როდესაც ეს წერილი და ეს ამბავი გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი. დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ ეს პოლიტიკური, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო სწორედ ამ წერილის მეშვეობით. წერილი არის საქართველოში, ის ახლა უკვე აქვს პროკურატურას და არამხოლოდ წერილი - ინგლისის ოფიციალური ბიუროს მიერ გაშიფრული ანაბეჭდები, რომლებიც ამ წერილზე იყო და არის დაფიქსირებული. მამუკა ხაზარაძემ თავისი პირობა შეასრულა. მან მოიტანა ოფიციალური დასკვნა, რომ ამ წერილზე არის თითის ანაბეჭდები. ახლა უკვე მთელი პასუხისმგებლობა, როგორც კანონის ისე პოლიტიკური თვალსაზრისით აკისრია ხელისუფლებას, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეულებრივი და რიგითი სისხლის სამართლის საქმე. ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე, რომელშიც ჩართულია ხელისუფლება და ამ წუთიდან მათ აღარანაირი ფორმალური საფუძველიც აღარ რჩებათ, რითი გაამართლებენ გამოძიებაზე და კონკრეტული პირების გამოაშკარავებაზე უარის თქმას. ახლა უკვე ჩვენ დაველოდებით საქართველოს პროკურატურის გამოძიებას და შედეგებს პოლიტიკური დევნის საქმეზე. ეს საქმე აშიშვლებს მთელს სისტემას და აჩვენებს როგორ იმართება დღეს ქართული სახელმწიფო", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა