გიორგი ვოლსკი - წერილი პროკურატურას გადასცეს, მეორე მხარე, თავის არგუმენტებს წარადგენს, საბოლოო ვერდიქტი ჯერ გამოძიებამ უნდა თქვას და შემდეგ თუ საჭირო იქნება განხილვა გაგრძელდეს

წერილი პროკურატურას გადასცეს, მეორე მხარე, რასაკვირველია, თავის არგუმენტებს წარადგენს და არის რეალობა, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი ჯერ გამოძიებამ უნდა თქვას და შემდეგ თუ საჭირო იქნება განხილვა გაგრძელდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა, რითაც “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ “მუქარის წერილის” დედანის პროკურატურისთვის გადაცემას გამოეხმაურა.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, დღევანდელი პროკურატურის პირობებში, როდესაც უწყების მიმართ შენიშვნები ისმის, რომ პოლიტიზირებულია, ვოლკსი პასუხობს, რომ „ჩვენი საინფორმაციო ველი ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან დაზიანებულია, ხან სუბიექტურად, ხან - ობიექტურად ”.

“ეს პოლიტიკა სულ იქნება, მაგრამ რეალობას ვერავინ დამალავს. გამოძიება თავის სიტყვას იტყვის”,-აცხადებს გიორგი ვოლკსი.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში დღეს „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა