ნათია თურნავა - ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ და გაგებით მოვეკიდოთ გაზგამანაწილებელი კომპანიების ძალისხმევას, რათა მოაწესრიგონ გაზგაყვანილობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი უბედური შემთხვევა, რაც ორი დღის წინ, გურამიშვილის გამზირზე მოხდა, ყველა ერთად გვერდში უნდა დავუდგეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს. ამასთანავე, მინისტრის თქმით, უნდა გამკაცრდეს ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების რეგულაციები, რაზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში პრევენცია გავაკეთოთ ასეთი სამწუხარო ფაქტების, ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ და გაგებით მოვეკიდოთ გაზგამანაწილებელი კომპანიების ძალისხმევას, რათა მოაწესრიგონ გაზგაყვანილობა ყველგან, განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას და ბავშვების სიცოცხლეს. ჩვენ ვისაუბრებთ კომპანიებთან იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ეს პროცესი უფრო უმტკივნეულოდ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოება არის უპირატესი და ამასთან დაკავშირებით, ისეთი რეგულაცია იქნება, რომ ეს მოსახლეობას ფინანსურად მძიმე ტვირთად არ დააწვეს.

„ჯერ კიდევ შარშან გაზგამანაწილებელ კომპანიებს მიეცათ ძალიან მკაცრი მითითება ჩვენგანაც და მარეგულირებელის მხრიდანაც, რომ მათ განახორციელონ გეგმაზომიერად გადამოწმება ყველა გაზის მოწყობილობის, რაც კი არის დამონტაჟებული სხვადასხვა აბონენტთან და ჩვენ ამის მომსწრეები ვართ ეხლა თუნდაც რუსთავში და თბილისში. მეორე ნაწილი არის კანონმდებლობის გამკაცრება და პაკეტი ამასთან დაკავშირებით მომზადებულია და განიხილება უკვე მთავრობის მიერ. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ კი სახლი ჩაკეტილია ან სახლის მეპატრონე უარს ამბობს, არ უშვებს შემოწმებაზე და არ უნდა, რომ აცადოს გაზგამანაწილებელ კომპანიას შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, აქ მკაცრდება პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი. რაც შეეხება გაზის დეტექტორების დამონტაჟების ვალდებულებას, სემეკი იღებს ამ დღეებში დადგენილებას. მნიშვნელოვანია, რომ გაზის დეტექტორების დამონტაჟება არ იყოს დამატებითი ფინანსური ტვირთი აბონენტისთვის. კანონპროექტი ჩაფიქრებულია ისე, რომ პირველი სამი წელიწადი ეს ფინანსურად არ დააწვეს მოსახლეობას, მაგრამ უნდა შევიგნთ, რომ უსაფრთხოება არის უპირატესი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა