ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანში აიათოლა ალი ჰამენეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, დღეს შეხვედრა გამართა აიათოლა ალი ჰამენეის სპეციალურ წარმომადგენელთან აზერბაიჯანში, სეიდ ალი აქმა ოჯახმეჯადისთან. აღნიშნულ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, რეგიონალური წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავამ ყავამ შაჰიდი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დავუდ ზარე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკისა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რესტიტუციის მექანიზმების თაობაზე.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებენ, რაც წარმოადგენს ერთიან დამოუკიდებელ ქართულ ისლამურ სუბიექტს.

აიათოლა ალი ჰამენეის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს რელიგიის სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისადმი გაწეული დახმარებისათვის, მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსბეულ რელიგიურ თავისუფლებას.

შეხვედრის დასასრულს, ირანულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ქრისტიანულ და მუსლიმურ თემებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ სააგენტოს თავჯდომარე მიიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ირანში, 10-13 ნოემბერს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა