ეკა ბესელია ლევან მიქაბერიძეს - მომიტევეთ, მაგრამ მოსამართლის წუწუნი არ მომწონს

„მომიტევეთ, მაგრამ მოსამართლის წუწუნი არ მომწონს, რადგან მიმაჩნია, რომ მოსამართლეს ბევრი საქმე აქვს თუ ცოტა, თავი უნდა გაართვას, თუ ვერ გაართმევს, სახლში უნდა წავიდეს“, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს და საქმეების განხილვის ვადებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

ეკა ბესელიას თქმით, ლევან მიქაბერიძეს არაერთი ვადის დარღვევა უფიქსირდება საქმეების განხილვასთან დაკავშირებით. დეპუტატი დაინტერესდა რატომ ეპატიება მოსამართლეს საქმის განხილვის ვადების დარღვევა, როდესაც მოქალაქის სარჩელი ვადების დარღვევის გამო შესაძლოა საერთოდ არ განიხილონ, რის საპასუხოდაც მიქაბერიძემ დიდი ოდენობით საქმეები და სასამართლოების გადატვირთულობა დაასახელა.

„იმისთვის რომ კონკრეტული პრობლემა დავადგინოთ, უნდა ვიფიქროთ რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი. თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ, მოსამართლის მიერ სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელება იმ დატვირთულობით, რა დატვირთულობითაც მოსამართლეები მუშაობენ?! გულწრფელად გეუბნებით და არ ვიცი გჯერათ თუ არა - საკუთარი პირადი ცხოვრების ხარჯზე მიწევს ცალკეული საქმეების განხილვა. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში შვებულებით არ მისარგებლია“, - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ, რაზეც დეპუტატმა ეკა ბესელიამ მიუგო, რომ მოსამართლის მხრიდან წუწუნი მიუღებელია.

„ეს თქვენი არჩევანია. ჯერ გადაწყვიტეთ რომ იყოთ მოსამართლე, ახლა გინდათ რომ იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იცით, რომ ბევრი საქმე გაქვთ, მომიტევეთ, მაგრამ მოსამართლის წუწუნი არ მომწონს, იმიტომ რომ მიმაჩნია, მოსამართლეს ბევრი საქმე აქვს თუ ცოტა, თავი უნდა გაართვას! თუ ვერ გაართმევს, უნდა წავიდეს სახლში. ისეთი მოსამართლე, რომელიც მეტყვის, რომ ბევრი საქმე აქვს და ვერ ასწრებს, მიმაჩნია, რომ არ არის კარგი მოქალაქისთვის, რომელიც მას უყურებს როგორც მსაჯულს. 12 ათასი განცხადება შემომივიდა 1 წლის განმავლობაში და არც ერთი განცხადება პასუხის გარეშე არ დაგვიტოვებია და ვადებში ჩავეტიეთ. თუ ამას კარგად დაამენეჯმენტებთ, შესაძლებელია ამას გაუმკლავდეთ და თუ ვერ გაუმკლავდით, მერე უნდა წახვიდე და სხვას დაუთმო ადგილი“,- განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა