გიორგი მშვენიერაძე - მე რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი, მოსამართლეობის უკვე წარმოდგენილი 10 კანდიდატიდან, მაქსიმუმ ორს დავუჭერდი მხარს

მე რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე წარმოდგენილი 10 კანდიდატიდან, მაქსიმუმ ორ კანდიდატს დავუჭერდი მხარს,-ამის შესახებ გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხდა, რითაც ის საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს გამოეხმაურა.

მშვენიერაძეს არ დაუსახელებია თუ ვინ არის ის ორი პირი, ვისაც ის მხარს უჭერს. მისი თქმით, გასაუბრების პროცესმა აჩვენა, რომ დღეს მოსამართლის ან სხვა თანამდებობას, ბევრი ისეთი ადამიანი იკავებს, რომლებიც სამართლის მარტივ პრინციპებში ვერ ერკვევა და არ აქვს წარმოდგენა.

„დღეს უკვე გადავლახეთ გასაუბრების ზღვარი, ნახევარზე მეტს უკვე მოვუსმინეთ. აქამდე, რაც გასაუბრება ჩატარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან კანდიდატები, რომლებსაც მინიმუმ ფორმალური პრობლემები აქვთ, რომ იყვნენ კანდიდატები. ეს ეხება მათი ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტებს, დიპლომებს და ეს იყო , როგორც გენერალური პროკურორის, ასევე მოქმედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით. უცნაურია, რომ საბჭომ ეს კანდიდატები ასეთი დოკუმენტებით პარლამენტში წარმოადგინა, ეს რაღაცაზე მიანიშნებს. ასევე არის კომპეტენციის მნიშვნელოვანი პრობელემები, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 10 კანდიდატს უკვე მოუსმინეს. დღეს კი რიგით მე-11 კანდიდატთან, ლევან მიქაბერიძესთან მიმდინარეობს გასაუბრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა