20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ილია მემარნიშვილმა წარდგენილი ბრალი აღიარა

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია მემარნიშვილმა წარდგენილი ბრალი აღიარა, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე მუკბანიანმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა ცალკე წარმოებად გამოიყოს მემარნიშვილის სისხლის სამართლის საქმე.

„დღეს ბრალდებულის სურვილი და პოზიცია ასეთი იყო.შესაბამისად, შუამდგომლობით მივმართე სასამართლოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ფაქტობრივად, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები უდავოდ გახადა", - განაცხადა ალექსანდერე მუკბანიანმა.

ასევე, 20-21 ივნისის აქციის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მკაფიოდ ჩანს, რომ „მთელი ეს პროცესები ემსახურება გიორგი გახარიას მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას".

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელმა სასამართლო პროცესმაც აჩვენა, რომ დაწყებული გამოძიება ფარსია.

„რეალურად, დღევანდელმა პროცესმა აჩვენა, რომ პროკურატურაში თითქოსდა მიმდინარე გამოძიება, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არის „ბლეფი". შსს-ს ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზის განყოფილების წარმომადგენელებმა დაადასტურეს, რომ არც ერთი პოლიციელის მიმართ არ უწარმოებიათ კვლევა. შესაბამისად, თადუმაძის განცხადებები ტყუილია, რომ იდენტიფიკაცია რთულია. არც მიუმართავთ კვლევისთვის, რათა გამოეკვლიათ, რომელმა პოლიციელმა რა დანაშაულებრივი მოქმედება განახორციელა გიორგი გახარიას დანაშაულებრივი ბრძანების შესაბამისად. ამას გაესვა დღეს ხაზი.

რაც შეეხება აღიარებით ნაწილს, ვხედავთ ტენდენციას, რომ ადამიანებს, ვინც ტყვეობაში ჰყავთ, მათ ევაჭრებიან, მძიმე პირობებს უქმნიან იმისთვის, რომ მათგან აღიარება მიიღონ“, - განაცხადა ბასილაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა