ლევან მიქაბერიძე - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაცვას არ ვცდილობ, ის ჩემგან დაცვას არ საჭიროებს

არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და არ ვცდილობ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაცვას, ის ჩემგან დაცვას არ საჭიროებს, არ მინდა შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ იუსტიციის საბჭოს ხელი დავაფარე,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი ან ორი ნაკლოვანების დასახელება სთხოვა, რაზეც კანდიდატმა განაცხადა, რომ ამაზე ახლა ვერ ისაუბრებს, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზი.

მისივე თქმით, მას არ აქვს განცდა, რომ სასამართლოში კლანური მმართველობაა.

„მე როგორც სისტემის შემადგენელ ნაწილს, არ მაქვს იმის აღქმა, რომ სასამართლოში არის კლანური, ჯგუფური მმართველობა და ა.შ“, -განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

მანვე უპასუხა ირაკლი აბესაძის შეკითხვას, თუ ვინ შესთავაზა მას მონაწილეობა მიეღო კონკურსში.

ლევან მიქაბერიძის განცხადებით, ამის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან შეთავაზება არ მიუღია და ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ჩემი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის და ჩემი საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა, ჩემი კონსტიტუციური უფლება და ამას მე ვერც იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი მიმითითებს, ვერც სასამართლოს რომელიმე მოსამართლე, ეს არის ჩემი სუბიექტური განცდა, დამოკიდებულება ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან მიმართებით და მე არ ვთვლი თავს ანგარიშვალდებულად, რომ თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს, ან სასამართლო სისტემაში რომელიმე მოსამართლეს ეს პროცედურული საკითხები ვუთანხმო. ეს არის ჩემი ინიდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილებები იქნება ყოველთვის დამოკიდებული ჩემზე, ჩემს სუბიექტურ აღქმებზე და არა საბჭოს რომელიმე წევრის განცდებზე და პოზიციებზე. ეს არის ჩემი ღირსების შემადგენელი ნაწილი იმიტომ, რომ მე ვარ მოსამართლე, არავისზე ნაკლები სტატუსიდან გამომდინარე,“- განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

ირაკლი აბესაძე დაინტერესდა 2018 წლის დეკემბერში თუ ქონდა მას შესაძლებლობა ამ უფლების რეალიზების, რომ მონაწილეობა მიეღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცედურებში. როგორც ლევან მიქაბერიძემ განაცხადა, იმ დროს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. მისივე თქმით, პროცედურები რომელიც ახლა მიმდინარეობს უფრო „ეფექტიანი და მოქნილია“.

„მართალი რომ გითრათ, პროცედურა დღეს რაც გვაქვს უფრო მოქნილი და ეფექტურია. ამ გადმოსახედიდან თუ შევაფასებთ, რა თქმა უნდა ამ პროცედურას აქვს ბევრი დადებითი იმ თვალსაზრისით, რომ მე თვითონ გადავწყვიტო მივიღო მონაწილეობა თუ არა,“- განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს