საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტოკიოში, Japan Arts- ში შეხვედრაზე დააყენა, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა და იაპონური კულტურული ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფს.

სალომე ზურაბიშვილმა და კომპანიის Japan Arts პრეზიდენტმა ჯუნიჩი ნიჰეიმ შეხვედრაზე საქართველო - იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

„ოპერასა და ბალეტზე საუბრისას შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ფრაგმენტს ქართული ოპერიდან. ჩვენ ვმუშაობთ ქართველ სოლისტებთან, მათ შორის დიდ პიანისტთან, ელისო ვირსალაძესთან. ჩვენი სურვილია ასეთი ურთიერთობები მომავალში უფრო განვავითაროთ და გავაღრმავოთ", - განაცხადა ჯუნიჩი ნიჰეიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა