ედნარ მგელაძე - მცოცავი ოკუპაციის ფაქტების შეფასებისას ხელისუფლება ბრმაა, საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში - ყრუ, რუსეთის წინაშე კი - მუნჯი

მცოცავი ოკუპაციის ფაქტების შეფასებისას ხელისუფლება ბრმაა, საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში - ყრუ, რუსეთის წინაშე კი - მუნჯი, - ასე ეხმიანება მცოცავი ოკუპაციის დაუსრულებელ პროცესსა და ოკუპანტის მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებას „ახალი საქართველოს” ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ედნარ მგელაძე.

მისივე განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ამ 7 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, ხოლო შერჩეულმა დეკლარირებულმა „არაკონფრონტაციულმა“ პოლიტიკამ უფრო და უფრო წაახალისა და გაათავხედა ოკუპანტი თავის ქმედებებში.

„საზოგადოებისა და განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, ატოცში ბორდერიზაციის პროცესი განახლდა, რაც ცალსახად მიუთითებს „ბოროტების იმპერიის” მემკვიდრის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის ღია დემონსტრირებას. მით უფრო, იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი პირდაპირ მუქარაზე გადადის და საქართველოს ფაქტობრივად აფრთხილებს, რომ იგი ყველანაირად შეეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში შესვლის სწრაფვას. ამასთან, ერთგვარ მინიშნებას იძლევა, რომ რუსეთი დიდი და ბირთვული სახელმწიფოა და მათთვის მიუღებელია მათ საზღვრებთან NATO-ს ბაზების განთავსება. საზოგადოების პროტესტს და კატეგორიულ მოთხოვნას ხელისუფლებისადმი, რომ სათანადო რეაგირება მოხდეს ოკუპანტების აღვირახსნილ ქმედებებზე, დროულად და უმაღლეს დონეზე წამოწიონ საკითხი ატოცში მიმდინარე მავთულხლართების გავლების პროცესთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ზოგადი სახის განცხადება/შეფასებები მოჰყვა, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საერთოდაც არავინ გამოხმაურებია მმართველი პარტიიდან. ასეთივე „მდუმარე” დამოკიდებულება იყო ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან, გაეროში თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტების შეფასებისას ბრმაა, საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში – ყრუ, რუსეთის წინაშე კი – მუნჯი“, – აღნიშნავს ედნარ მგელაძე.

აღნიშნულ განცხადებას პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება