თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

„Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: startupgrind.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა