გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს განსაკუთრებული მეგობრული და ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება, თუმცა არსებობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მეტი რესურსი, რისთვისაც ორივე მხარემ მზადყოფნა დააფიქსირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო