ნათია თურნავა - უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნიკოლოზ ალავიძე, ასევე უზბეკეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

სამინისტროს ცნობითვე, უზბეკეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს აბრეშუმის გზის კონტექსტში და ასევე ორმაგად საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან ამ პერიოდში უზბეკეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და ღია და ლიბერალური ბაზრის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო.

„უზბეკეთს აქვს ძალიან განვითარებული ინდუსტრია - ყველანაირი ინდუსტრიული ტვირთი, რომელიც ეძებს საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზას ევროპული ბაზრებისკენ. საქართველო ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ სწორედ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც უზბეკეთია, ისარგებლონ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, განვითარებული საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურით, რათა მათმა ტრანზიტულმა ტვირთებმა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს ევროპულ ბაზრებს. ასეთი ქვეყნები ისწრაფიან დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საქარველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისაუბრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო